გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო

13-10-2018

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტენდზე აფხაზეთის შესახებ წარმოდგენილმა გამოცემებმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.


აფხაზეთის კუთხეს, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზურ ენაზე ნათარგმნი აფხაზეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის შესახებ გამოცემები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ უმასპინძლა.


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მწერლებმა გურამ ოდიშარიამ და ბესო ხვედელიძემ აფხაზეთის თემატიკაზე ისაუბრეს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ასევე აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" პრეზენტაცია გაიმართა. ელექტრონული სასაუბრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციავტივითა და მხარდაჭერით სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.


500 წლიანი ისტორიის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად ათიათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ბაზრობაზე ყოველწლიურად წარმოდგენელია ასი ათასამდე დასახელების წიგნი და უახლესი გამოცემა.


აღნიშნულ ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, აფხაზური კუთხის არსებობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ გამოცემული წიგნების გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა, უკეთ გააცნოს ევროპას საქართველოს ისტორიული კუთხე - აფხაზეთი თავისი მდიდარი წარსულითა და კულტურული მემკვიდრეობით.


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემებით: ზურაბ ჯგუბურიას „ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში“, „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა ფაქტები შეფასებები“ და „ოკუპირებული აფხაზეთი - 25“, სალომე კაპანაძის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი“, ნატო მარშანიას „ქედუხრელი რაინდი“, მალხაზ ბარამიძის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში“, ლევან რჩეულიშვილის „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“, ნუგზარ მგალობლიშვილის „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“. ასევე, წიგნები: „აფხაზური ენის თვითმასწავლებელი“, „აფხაზეთი ფოტოებში, სურათებსა და ჩანახატებში, XIX საუკუნე (ფოტოალბომი)“, „15 აფხაზური სიმღერა“ და სხვა.