გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა

6-12-2017

ბათუმის მუნიციპალიტეტმა ქობულეთს ნაძვის ხე ათხოვა. ქობულეთში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სად დადგამენ ნათხოვარ ნაძვის ხეს.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქობულეთის ახალმა მერმა მიმართა თხოვნით და იგი დაკმაყოფილდა. ბათუმის მერიამ ქობულეთს ის ნაძვის ხე გადასცა დროებითი სარგებლობის უფლებით, რომელიც გასულ წელს ორბელიანის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერში იდგა.

რატომ დასჭირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტს ნაძვის ხის თხოვება? – ქობულეთის მერის მოადგილე, დავით ვერულიძე ორ მიზეზს ასახელებს: „ლამაზი ნაძვის ხე გვინდოდა. გარდა მისა, კარგი ნაძვის ხე საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“.

დავით ვერულიძის თქმით, ქობულეთის მერია ახლა მუშაობს ნაძვის ხეების განთავსებაზე და ჯერ არ არის ცნობილი, დაიდგმება თუ არა ქობულეთის მერიის წინ მდებარე ცენტრალურ მოედანზე ის ნაძვის ხე, რომელიც გასულ წლებში იდგა.

წყარო: გაზეთი "ბათუმელები"