გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: ყოჩაღ სალომე და ნახვამდის - კანონპროექტი უნდა გამოქვეყნდეს არსებული რედაქციით!

19-05-2024

„არავის ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე განსაკუთრებულ არგუმენტს დააფიქსირებდა ვეტოს სახით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.


მისივე თქმით, არ ეგონა, რომ კანონზე გამჭვირვალობის შესახებ ვეტოს დადებისას პრეზიდენტი ფორმალურ შენიშვნებსაც არ წარმოადგენდა. ყოველივეს კი იმის დასტურად მიიჩნევს, რომ ბუნებაში არ არსებობს გამჭვირვალობის კრიტიკის ჯანსაღი არგუმენტი, გარდა პოლიტიკური ინსინუაციისა.


„უმარტივესი ფორმულირებით - ვეტო არგუმენტირებული შენიშვნაა, რომელსაც პრეზიდენტი იყენებს ამა თუ იმ კანონის გამოქვეყნებამდე. სწორედ ამაზე მიანიშნებდა პრემიერ-მინისტრი, რომ შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს კანონპროექტზე დეტალური შენიშვნები მოგვაწოდოს ვეტოს სახით და განვიხილოთო…


არავის ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი რაიმე განსაკუთრებულ არგუმენტს დააფიქსირებდა ვეტოს სახით, თუმცა ამ დონის სულელიც თუ აღმოჩნდებოდა, რომ ფორმალურ შენიშვნებს მაინც არ წარმოადგენდა, რაც იმის დადასტურებაა, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ბუნებაში არ არსებობს გამჭვირვალობის კრიტიკის ჯანსაღი არგუმენტი, გარდა პოლიტიკური ინსინუაციისა.


სალომე ზურაბიშვილმა კი არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება და მოსაზრება არ წარადგინა და ხბოს აღტყინებით გვახარა - ვეტო დავადეო…

ყოჩაღ სალომე და ნახვამდის, კანონპროექტი უნდა გამოქვეყნდეს არსებული რედაქციით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.