გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

''არმია'' უმაღლეს ლიგაში გადავიდა

19-05-2024

''არმიამ''საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზური მოიპოვა.


''არმიელებმა'' განმეორებით მატჩში, დღეს, ფოთში, რაგბის სტადიონზე ''პარკ არენა, '' ოზურგეთის ''არწივები'' დამაჯერებელი ანგარიშით 23:6 დაამარცხეს და 2024-25 წლიდან დიდი 10- ში იასპარეზებენ.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს "არმიელებს" ამ მნიშვნელოვანგამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.


შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია," ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის" მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.