გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ

19-05-2024

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი „გამოცემა „politico“-ში დაბეჭდილ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, „გეგმა, რომელიც ფონ დერ ლაიენმა, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში წამოაყენა, მოიცავს დეზინფორმაციის ევროპული განყოფილების შექმნას“.


მისივე თქმით, ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ.


„გამოცემა "politico": "ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს".


კომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპა რუსეთის მსგავსი მტრებისთვის საკმარისად მზად არ არის.


ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ფონ დერ ლაიენმა დანიაში გამართულ წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ.


ოთხშაბათს კი, მან ევროკომისრებს მიმართა და გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია დეზინფორმაციული და ჰაკერული შემოტევები.


„გვინდა თუ არა ძლიერი ევროპა, რომელიც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის? ან, მეორე მხრივ, ვაძლევთ თუ არა ჩვენი დემოკრატიების მიტაცების უფლებას ავტორიტარებსა და მარიონეტებს?“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა კოპენჰაგენში სიტყვით გამოსვლისას.


ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის შექმნის „ევროპული დემოკრატიის ფარს“, რათა უცხოურ ჩარევებს შეებრძოლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი საფრთხეებისთვის ევროპა საკმარისად დაცული და ორგანიზებული არ არის.


ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კიბერშეტევების შემთხვევები გაიზარდა, მათ შორის საკუთარ საარჩევნო ვებ-საიტებზეც. „ხელოვნური ინტელექტი AI ახლა საშუალებას იძლევა შექმნას წარმოუდგენლად რეალისტური „ფეიქი“ - რომელსაც შეუძლია დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი ჰქონდეს საარჩევნო კამპანიაში“, - აღნიშნა მან.


გეგმა, რომელიც ფონ დერ ლაიენმა, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში წამოაყენა, მოიცავს დეზინფორმაციის ევროპული განყოფილების შექმნას. ევროკავშირის ქვეყნები ასევე ემზადებიან ერთობლივი რეაგირების ჯგუფების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირდებიან ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის დივერსიასა და ინფორმაციით მანიპულირებაზე,“ - წერს ეკა სეფაშვილი.