გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დეპოში!

19-05-2024

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ბოჟაძის თქმით, მას არ სურს, ნიკა გვარამიას დაეთანხმოს ზურაბიშვილის შეფასებაში, თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტი “ნაცმოძრაობის” დეპოში იმყოფება.


„ძალიან არ მინდა დავეთანხმო, გვარამიას სალომე ზურაბიშვილის შეფასებებში. რა ვეტო, რა მოტივირებული შენიშვნები, რა ,,რუსულო კანონი"? რას დაგამსგავსათ „გლობალური ომის პარტიამ"? დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, დეპოში, კოლექტიური ნაცმოძრაობის დეპოში!

#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #ღირსებითევროპისკენ #წინევროპისკენ #EuropeanUnion” - წერს ბოჟაძე.