გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე კითხვა - რაც ევროპისთვისაც გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?

19-05-2024

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს!,“ - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გამოცემა „პოლიტიკოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, „ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს”.

მდინარაძის განცხადებით, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა, რა არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში.


ამ კითხვას კი, მისი თქმით, დაემატა მეორე შეკითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის საქართველოში არაევროპული.

„სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს!


ბატონები, მაკრონი და შოლცი კვლავ გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო!


ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს!


შესაბამისად, უპასუხო კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული? მეორენაირად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, ზუსტად ის რატომ ეკრძალება საქართველოს?

#კისაქართველოსდამოუკიდებლობას #კიგამჭვირვალობას #ღირსებითევროპისკენ,” - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.