გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს

20-05-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.


“დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა!
ჩემო ძვირფასებო, ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას.


წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და შემართებით გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას.


თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ.


კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ, ვულოცავ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!” -აცხადებს გიორგი ამილახვარი