გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ურჩი, დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, სუვერენული, ტრადიციული, მართლმადიდებელი ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიის“ გეგმებს ეწინააღმდეგება, მიზნების განხორციელებას ხელს უშლის

20-05-2024

„გლობალური ომის პარტიის“, ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელთ არსებული საერთაშორისო ხელისუფლებები, მთავრობები, სამხედრო პოტენციალი, ადგილობრივ დონეზე - აგენტები, მარიონეტები, ლაქიები. ჩვენი ძალები და საშუალებები: ქართველი ხალხის უმრავლესობა, მოქმედი ეროვნული ხელისუფლება, ჩვენი დედა-ეკლესია, წინაპართა გენეტიკური მემკვიდრეობა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესში შედის საქართველოს ხელისუფლების ჩანაცვლება მარიონეტული და მორჩილი მთავრობით.


„ფარსი და სპექტაკლი სახელწოდებით, „არა რუსულ კანონს“ საერთაშორისო დონეზეც დასრულებულად ცხადდება. ევროკავშირის დონეზე - ზოგადად, საფრანგეთის დონეზე - კერძოდ. გამორიცხულია ბრიუსელში, პარიზში და თბილისში ერთნაირი, იდენტური „საკვანძო საკითხი“ განსხვავებულ გეოგრაფიულ აღქმებს განეკუთვნებოდეს - ზოგან ევროპული იყოს, ზოგან „რუსული“. საქართველოსთვის განკუთვნილი „თეატრალური დადგმის“ სცენაზე ფარდა ჩამოხსნილია და „არა რუსულ მთავრობას“ სლოგანი იღებს ესტაფეტას.


ანუ, პიესა იძენს თავის ერთადერთ და თავშივე განკუთვნილ შინაარსს: ურჩი, დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, სუვერენული, ტრადიციული, მართლმადიდებელი ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიის“ გეგმებს ეწინააღმდეგება, მიზნების განხორციელებას ხელს უშლის. ამიტომ, ჩანაცვლებული უნდა იქნას მარიონეტული, მორჩილი მთავრობით. მათ ტაქტიკურ და სტრატეგიულ მიზნებსა და გეგმებში შედის: საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმის რეინკარნაცია, ქართველების ცნობიერებიდან სოხუმისა და ცხინვალის რეინტეგრაციის იდეის ამოძირკვა, რუსეთის პროვოცირება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების გაჩაღების მიმართულებით.


აქედან გამომდინარე „არასწორ“ ქართველებზე გამანადგურებელი დარტყმის მიყენებისა და მათი გენმოდიფიცირებული "ქართველებით" ჩანაცვლების მიზნით. მათი ძალები და საშუალებები: „გლობალური ომის პარტიის“, ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელთ არსებული საერთაშორისო ხელისუფლებები, მთავრობები, სამხედრო პოტენციალი, ადგილობრივ დონეზე - აგენტები, მარიონეტები, ლაქიები. ჩვენი ძალები და საშუალებები: ქართველი ხალხის უმრავლესობა, მოქმედი ეროვნული ხელისუფლება, ჩვენი დედა-ეკლესია, წინაპართა გენეტიკური მემკვიდრეობა, ზეციური საქართველოს ასობით ათასობით წმინდათა დასი, ღვთისმშობელი და უფალი ჩვენი - იესო ქრისტე“, - წერს დავით ქართველიშვილი.