გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა" სიძულვილით მოქმედებდა თავის დროზე ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად

20-05-2024

ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ ამ პარტიას ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლაც იმავეს აკეთებენ ოპოზიციის რიგებიდან.


„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და ჩვენ გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.