გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე: რაც ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი და მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება - ამას მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ეწოდოს - ზერელე, აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოსახლეობის მიმართ

20-05-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.


როგორც ექსპერტი წერს, ირკვევა, რომ რაც ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი, მისაღები და პროდუქტიულია ჩვენთვის არ შეიძლება. მისივე თქმით, ამას შეიძლება ეწოდოს აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის და 21-ე საუკუნეში კოლონიალური მენტალიტეტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ.


„რასაც ახლა მათივე უფროსის დაკვეთით, კოლექტიური ევროპოლიტიკოსები ამ ქალბატონის მეთაურობით აკეთებენ საქართველოს მიმართ, ამას კომუნისტურ წლებში კრემლი და მის მორჩილებაში აქ მყოფი ელიტაც კი მკაცრად ერიდებოდა! ირკვევა, რაც ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი, მისაღები და პროდუქტიულია, ჩვენთვის არ შეიძლება! და ამას ხმაშეწყობილად ღაღადებენ, თავს უკრავენ და დესტრუქციულ საქმიანობას ეწევიან მათივე აქ დანიშნული მეხუთე კოლონის წარმომადგენელნი! რა შეიძლება ამას ეწოდოს? მხოლოდ ერთი რამ - სახელდობრ ზერელე, აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის და 21-ე საუკუნეში კოლონიალური მენტალიტეტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.