გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს

20-05-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ იღებს მონაწილეობას.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი, პანელური დისკუსიის ფორმატში, მსოფლიოს 114 ქვეყნის განათლების მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება და საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ხარისხზე ისაუბრებს.


გარდა ამისა, გიორგი ამილახვარი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე ბრიტანული საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელებს.


ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენს განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები, ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც განათლების სფეროს განვითარების მექანიზმები. განათლების მინისტრები მსჯელობენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და დანერგონ ეფექტიანად თანამედროვე მიღწევები სწავლა-სწავლების პროცესში.