გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

20-05-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, გულიკო ჩაფიძემ ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში.


„მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ექიმისა და მეცნიერის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო.


ქალბატონმა გულიკომ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში. იგი ერთნაირი თავდადებით და წარმატებით ემსახურებოდა როგორც პრაქტიკულ მედიცინას, ისე სამკურნალო მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.


სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი გულიკოს ოჯახს, ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.