გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა მდინარაძე: ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, არცერთი მათგანი დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის

14-10-2018

„არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“.


„რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების” მოქმედი წევრი არც ერთი არ არის! ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება ,,ქართულ ოცნებასთნ”. რამდენიმე ადრე ნამდვილად იყო მხარდამჭერი წევრი, თუმცა 2017 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიებთან მუშაობდნენ. ვაზუსტებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სხვა პარტიის კანდიდატიც კი იყო. თუ ეს დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ ევროპული საქართველო ამ აფიორის გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვევა. მათ ვურჩევდი, თავიანთ წევრებს მიხედონ, რომლებიც მათგან გარბიან, მათ შორის საუბარია პარლამენტის წევრებზეც. სწორედ ამის გადასაფარად დგამენ ამ უნიჭო შოუებს, თუმცა ვერ ითვალისწინებენ, რომ ,,ქართული ოცნების” ჯარისკაცებს ღალატი სისხლში არ უზით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.