გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე Politico-ს ინფორმაციაზე: იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს და მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის საკითხს

21-05-2024

„ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვით, აშშ ვიზალიბერალიზაციას, სამხედრო მხარდაჭერას და შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს სთავაზობს საქართველოს, თუ ხელისუფლება შეწყვეტს ანტიდემოკრატიულ ნარატივს.


ქადაგიძის განცხადებით, საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით, ხოლო აშშ-ს თუ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება სურს, მისი ნებაა.


„იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! 1) ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! 2) მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! 3) ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია. თვალსაჩინოებისათვის, აქამდე რა არ იყო საკმარისი საფუძველი, ამერიკას მიეღო ე.წ „მეგობრობის აქტი” საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც: „ნატოს” ყველა სამხედრო მისიაში ვმონაწილეობდით! მოსახლეობის მიხედვით, ერთ ერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ მისიებისა, სამხედრო კონტინგენტის თვალსაზრისით! ათობით დაღუპული ქართველი და ასობით დაზარალებული, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად! ყველა საერთაშორისო რეზოლუციითა და აქტით, საქართველო პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს! ნუ თუ საკმარისი არ იყო?


და ბოლოს: საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით! გინდათ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება? ნება თქვენია, თუმცა როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ასევეა, ერთი კონგრესმენის სურვილები, ამერიკის რეპუტაცია გადაარჩინოს ქართველების თვალში, რომელიც კელი დეგნანისა და ზოგიერთი უპასუხისმგებლო ამერიკელის განცხადებებითა და მოქმედებებით სერიოზულად დაზიანდა! P.S. დაგიძველდათ მეთოდები. თქვენი გენმოდიფიცირებული თაფლა კვერი დაობდა და მათრახით ქართველებს ვეღარ შეაშინებთ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.