გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე მიხაელ როთს: შენ და შენი რჯულის პოლიტიკოსებმა ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სრულიად მართლმადიდებლურ საზოგადოებას, რომ ვერასდროს მიიღებთ ქართველებისგან თანაგრძნობას

21-05-2024

„ეგრეა ბატონ როთ, სანამ ნეხვში ჩადგამ ფეხს უნდა დაფიქრდე, შეძლებ მაგ სიბინძურის მოშორებას?!“, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაელ როთს, რომელმაც taz.de-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ახლა ჩემი და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს. რამდენიმე კრიტიკული სიტყვა ვთქვი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. ახლა ჩემი ჰომოსექსუალიზმის დემონიზებას ახდენენ“.


ქადაგიძის თქმით, მიხაელ როთმა და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს სრულიად მართლმადიდებლურ საზოგადოებას, რომ ვერასდროს მიიღებენ ქართველებისგან თანაგრძნობას.


„ოჰოო, უღელი თორემ შენც ახლა, ხარი არ იყო ნაიალაღარი))) ეგრეა ბატონ როთ, სანამ ნეხვში ჩადგამ ფეხს უნდა დაფიქრდე, შეძლებ მაგ სიბინძურის მოშორებას?! შენ და შენი რჯულის პოლიტიკოსებმა ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეთ სრულიად მართლმადიდებლურ საზოგადოებას, რომ ვერასდროს მიიღებთ ქართველებისგან თანაგრძნობას… ჯანდაბამდეც გზა გქონია პირად, საჯარო და პოლიტიკურ სივრცეებში!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.