გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე: მიუხედავად უამრავი მცდელობისა, საქართველოში ვერ მოახდინეს გადატრიალება - საქართველოს გზა არჩეული აქვს, რაც ნათლად გაცხადდა ჯერ 29 აპრილს, ხოლო სრულად დადასტურდა 17 მაისს

21-05-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში გამოცემა POLITICO-ს სტატიას ეხმიანება, სადაც წერია, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.


გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად უამრავი მცდელობისა საქართველოში ვერ მოახდინეს გადატრიალება და ახლა ამ ტაქტიკას მიმართეს. მისივე თქმით, საქართველოს გზა არჩეული აქვს, რაც ნათლად გაცხადდა ჯერ 29 აპრილს, ხოლო სრულად დადასტურდა 17 მაისს.


„ტიპური ნეოკოლონიალიზმი! მეტროპოლიამ მიუხედავად უამრავი მცდელობისა საქართველოში ვერ მოვახდინეთ გადატრიალება იმიტომ, რომ ხალხი ამის კატეგორიული წინააღმდეგიაო! ამიტომ ვცვლით ტაქტიკასო: სახელდობრ შეიძლება მოგცეთ:
1. ვიზალიბერალიზაცია
2. თავისუფალი ვაჭრობა
3. სამხედრო იარაღი (კი, მაგრამ 30 წელი რატომ არ გვაძლევდით????????)


ოღონდაც იმ პირობით თუ დააბრუნებთ ხელისუფლებაში ნაცებს ანუ მეცოცხეებს, ანუ მიჰას, ანუ მეგისა ქარდავებს, ანუ კოლექტიურ ადამიანის მწამებლებს, ანუ თუ ჩაებმებით ომშიო. აგრეთვე ხელისუფლებაში თუ გეყოლებათ თაბაგარ-სუბელიანთა ლგბტ კასტა, დააკანონებთ ერთსქესიანთა ქორწინებასო.


მართლმადიდებლურ ეკლესიას თუ ჩააყენებთ იმავე დღეში, როგორც უკრაინაშიაო და ამას თუ დავინახავთ და "საქართველო იქნება უქართველებოდ" მერე ზემოთ ჩამოთვლილი შეღავათები შეიძლება იყოს "პოსლეზეო“, ანუ ოქროს სარაიას აგიშენებთ ჩემსას, რომ მორჩები მერეო. ჰოდა როგორც ზვიად გამსახურდია იტყოდა: აგერ გზა იესო ქრისტესი და აგერ გზა ბარაბასიო. რეალურად კი, საქართველოს, რომელი გზაც არჩეული აქვს, ნათლად გაცხადდა ჯერ 29 აპრილს, ხოლო სრულად დადასტურდა 17 მაისს“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.