გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

21-05-2024

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.


სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.


ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრი არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება საბჭოს ღირებულებების, სტანდარტებისა და ინსტრუმენტების ევროპის კონტინენტის მიღმა გავრცელებაში. ევროპის საბჭოს გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება აერთიანებს რამდენიმე ევროპულ და აფრიკულ ქვეყანას, რაც ხელს უწყობს აზრებისა და იდეების გაცვლას, სხვადასხვა საკითხებზე ერთობლივი ზომების მიღებას და პოლიტიკურ დიალოგს.