გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში ფერმერებისთვის აკადემია გაიხსნა

6-12-2017

კომპანია "კარტლისმა" ზუგდიდში აკადემია გახსნა, სადაც ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს უფასო ტრენინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. სპეციალისტები მეწარეებს მცენარეების, მათ შორის, თხილის, სიმინდის, ციტრუსის დარგვას, მოვლას და მოყვანას შეასწავლიან. გარდა ამისა, ადგილობრივ ფერმერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

აღნიშნული კომპანია 20 წელია საქართველოს ბაზარზე არსებობს და ემსახურება ფერმერებს. გვინდა, რომ ის გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ, გავუზიაროთ აქ მოსულ ადამიანებს. დავაარსეთ აკადემია, სადაც ნებისმიერ მსურველ ფერმერს შუძლია მოვიდეს, გახდეს აკადემიის წევრი", - აღნიშნა ლიპარტიამ.

"კარტლისი" ბაზარზე 1997 წლიდან მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქებისა და სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.


წყარო: რადიო "ათინათი"