გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ვენეციის კომისიამ, 24-გვერდიან დასკვნაში ვერც ერთი საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი ვერ წარადგინა - ადგილი ჰქონდა კომისიის კომპეტენციასთან შეუთავსებელ მანიპულაციურ „დასკვნებს“ და დეზინფორმაციის ტირაჟირებას

21-05-2024

„საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელმაც, დაიჯერა რა „დემოკრატიული პრინციპებით“ ნაკარნახევი უფლება: დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, დამოუკიდებლად აწარმოოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა - უარი განაცხადა მის გარშემო დაგებულ ხაფანგებში მოხვედრაზე. სწორედ ამას არ პატიობს საქართველოს ის ნეო-იმპერიალისტური ქსელი, რომლის მორიგი მსხვერპლის როლზე ჩვენ უარს ვაცხადებთ, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნას.


მისი განცხადებით, კომისიამ, 24-გვერდიან დასკვნაში ვერცერთი სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი ვერ წარმოადგინა, თუმცა, მრავლად იყო სიცრუის და დამახინჯებული ფაქტების ტირაჟირება.


„საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელმაც, დაიჯერა რა „დემოკრატიული პრინციპებით“ ნაკარნახევი უფლება: დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, დამოუკიდებლად აწარმოოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა - უარი განაცხადა მის გარშემო დაგებულ ხაფანგებში მოხვედრაზე. სწორედ ამას არ პატიობს საქართველოს ის ნეო-იმპერიალისტური ქსელი, რომლის მორიგი მსხვერპლის როლზე ჩვენ უარს ვაცხადებთ. დღეს კიდევ ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, "ვენეციის კომისია", მოგვევლინა "გლობალური ომის პარტიის" დაკვეთების მორჩილ შემსრულებლად.


„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონზე“ თავის 24-გვერდიან დასკვნაში მან ვერც ერთი (!) საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი ვერ წარადგინა. ადგილი ჰქონდა ამ კომისიის ფუნქციონალური დანიშნულებისა და კომპეტენციასთან შეუთავსებელ მანიპულაციურ "დასკვნებს". დიდი ადგილი დაეთმო გადაუმოწმებელი, სიცრუეზე და ფაქტების განზრახ დამახინჯებაზე შეთხზული დეზინფორმაციის ტირაჟირებას - რათა ამით გადაეფარათ ორიდან ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტი:

1) კანონი ან საერთოდ არ ჰქონდათ წაკითხული ან

2) სამართლებრივი კონტრარგუმენტები რეალურად ვერ მოიძებნა! გამოვიდა რა მიუკერძოებელი სამართლებრივი არბიტრაჟის ჩარჩოებიდან, "ვენეციის კომისიის" დასკვნამ მხოლოდ დამატებითი იმპულსი შესძინა საკუთარ სიმართლეში ჩვენს ურყევ რწმენას.


„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონი“ აუცილებლად იქნება მიღებული - გაქრა უკანასკნელი ეჭვები, რომ სწორედ მასთან არის დაკავშირებული საქართველოს ნეო-კოლონიზაცია და ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ღიად გამოცხადებული ომი. თუ ვინმე დისკომფორტს განიცდის ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილების გამო, შეუნარჩუნოს ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობა და ღირსება - მარიონეტებისა და მოღალატეების ბანაკში "ღია კარის დღეებია".


თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ "გლობალური ომის პარტიის" მეტასტაზებს დღეს უკვე მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვის მსოფლიოს ტრადიციული და კონსერვატიული ნაწილი - გამოდით ლიბერალური "ლეთარგიული ძილიდან". აქამდე ჩვენს გარშემო არაერთმა იმპერიამ და ქვეყნის დამპყრობელმა დაასრულა თავისი დღეები - დაასრულებს კიდევ ერთიც. აშშ და ევროკავშირი გამოვა მათთვის დროში გაწელილ ტყვეობასა და მძევლობიდან - ჩვენ დღეს მათ ამის ნათელ მაგალითს ვაძლევთ. საქართველოს განახლებულ ამერიკასა და ევროპასთან პარტნიორული თანაცხოვრების კურსი - კვლავინდებურად ძალაშია“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.