გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

Washington Examiner: გერმანიის მთავრობა ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით კანონს არბილებს

22-05-2024

გერმანიის პარლამენტი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შენახვისა და გავრცელებისთვის კრიმინალურ პასუხისმგებლობას არბილებს. ამის შესახებ Washington Examiner-ი წერს.


გამოცემის ინფორმაციით, ბუნდესტაგი კომიტეტის დონეზე განიხილავს კანონპროექტს, რომელსაც ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა „დანაშაულიდან“ „გადაცდომის“ კატეგორიაში დაჰყავს. ცვლილებების მიხედვით, მომავალში ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისა და შეძენისთვის დაწესებული მინიმალური სასჯელი სამთვიან პატიმრობამდე შემცირდება, გავრცელება კი - მინიმუმ 6 თვით თავისუფლებით აღკვეთით.


ინიციატივის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ეს აუცილებელია, რადგან არსებული კანონმდებლობით, შესაძლოა პორნოგრაფიული გამოსახულებებისთვის სასჯელი არასრულწლოვანებმა მიიღონ, რომლებსაც საკუთარი ან ერთმანეთის ინტიმური ფოტოები აქვთ.


როგორც ცვლილებების ინიცირებისას ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განმარტა, დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი უცვლელი დარჩება, მაგრამ მინიმალურმა სასჯელმა პრაქტიკაში უამრავი პრობლემა გამოიწვია.


„კერძოდ, ადამიანებს, რომლებმაც ასეთი მასალა უნებლიედ მიიღეს - მაგალითად, WhatsApp-ის მშობელთა ჯგუფში“, ერთწლიანი სასჯელი ემუქრებოდათ. ეს ასევე ეხება მასწავლებლებს, რომლებმაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალა მოსწავლეების ტელეფონებში აღმოაჩინეს და შემდეგ გადაუგზავნეს მშობლებს მათი ინფორმირების მიზნით“, - აცხადებდა მინისტრი.