გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სერბეთის „სოციალისტური მოძრაობის პარტია“ კანონპროექტს მოამზადებს, რომელიც NGO-ების საქმიანობას დაარეგულირებს

22-05-2024

სერბეთის პარლამენტმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უცხოეთის აგენტების მსგავსი კანონპროექტი განიხილოს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.


„სერბეთის სოციალისტური მოძრაობის პარტიამ“. რომელსაც 250-კაციან პარლამენტში მხოლოდ 2 წარმომადგენელი ჰყავს, კანონპროექტის მომზადებას გეგმავს, რომელიც სერბეთში NGO-ების საქმიანობას დაარეგულირებს.

- კანონპროექტი ძალზე ჰგავს „უცხოური გავლენის კანონს“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა, - იუწყება „ევრონიუსი“.


„საკუთარი ქვეყნის და ხალხის ღალატი კანონის მიღების შემდეგ მომგებიანი საქმიანობა აღარ იქნება“ - განაცხადა „სოციალისტური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბოიან ტორბიკამ.


„ჩემი აზრით, სერბეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად მოიხსენიებენ, სრებრენიცაში მომხდარ ფაქტებს კოსოველთა გენოციდს უწოდებენ და სერბეთის, როგორც ქვეყნის დანგრევას ხელს უწყობენ, ძალზე საშიშია“, - განაცხადა სერბეთის პარლამენტში „სოციალისტური მოძრაობის“ ლიდერმა დორდე კომლენსკიმ.


ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა „სოციალისტები“ ამ ინიციატივის გატანას, რადგანაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ იდეას ძალზე ნეგატიურად შეხვდნენ და აცხადებენ, რომ ის სერბეთის საზოგადოების მომავალზე აისახება.


„ეს არის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დაშინების მცდელობა. ეს განცხადებები მიუთითებს, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმა გარკვეული ძალების ინტერესებში შედის“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ინიციატივის წარმომადგენელმა მარკო მილოსავლევიჩმა.


რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა სერბეთში ჩატარებული არჩევნები გააკრიტიკა და ბელგრადი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.