გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15-10-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძე ერთად დაათვალიერა.


პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.


პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება.