გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოზარ სუბარი: ბევრი ჩვენი მეგობარი საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სრულფასოვან ქვეყანას - ისინი გვიყურებენ, როგორც ერთგვარ ნახევარკოლონიას, რომელმაც პირდაპირ უნდა შეასრულოს გარედან წამოსული ბრძანებები

22-05-2024

„ყველა ეს კანონი არის ბევრად უფრო ფართო, მეტად ყოვლისმომცველი და უფრო მკაცრია სხვა ქვეყნებში, ვიდრე ქართული ანალოგია. მაინც, რატომ ატყდა ქართულ კანონზე ასეთი ხმაური?!“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.


სუბარი ამ განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ირგვლივ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგივე, კიდევ უფრო მკაცრი კანონი ევროკავშირის სახელმწიფოებსაც აქვთ მიღებული.


„ასეთი კანონი მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთის ქვედა პალატამ უკვე მიიღო და ზედა პალატაც ძალიან მალე მიიღებს მსგავს კანონს. მისი მიღების აუცილებლობა ევროკავშირის დონეზე დადგა. ყველა ეს კანონი არის ბევრად უფრო ფართო, მეტად ყოვლისმომცველი და უფრო მკაცრი, ვიდრე ქართული ანალოგია. მაინც, რატომ ატყდა ქართულ კანონზე ასეთი ხმაური?! აქ მარტივი მიზეზია: ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ბევრი ჩვენი მეგობარი, საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სრულფასოვან ქვეყანას და როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორს - ისინი გვიყურებენ, როგორც ერთგვარ ნახევარკოლონიას, რომელმაც პირდაპირ უნდა შეასრულოს გარედან წამოსული ბრძანებები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.