გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან გამჭვირვალობის კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე

23-05-2024

არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაეხსნა სივრცე დისკუსიისთვის.


„სამწუხაროდ, ისე განვითარდა პროცესები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არა მარტო ბოლო მომენტში, როცა საქმე ეხებოდა უკვე ვეტოს პროცედურას, მთელი ამ ორი თვის განმავლობაში პროცესები ისე წარიმართა, რომ საერთოდ არ გაიხსნა სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით დისკუსიას კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ იყო არაერთი შეთავაზება, მათ შორის პირდაპირ ეთერში დისკუსიებთან დაკავშირებით, ელჩებს შევთავაზე პირადად მე ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე გვესაუბრა ამ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. იყო სხვა შეთავაზებებიც, ბოლო მომენტში იყო შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ, აქაც იყო სერიოზული ე.წ. ბულინგი ახალგაზრდების მიმართ, რა პირობებშიც ვერავინ გარისკა, პირდაპირ ეთერში დაჯდომა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ. პარლამენტში ასევე გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი, არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე, საიდანაც ძალიან მარტივად ჩანს ერთი რამ, რაც წამოსცდა ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ შინაარსში არ უნდა შევიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ შინაარსი არის მათი ველიო. ეს პირდაპირ ითქვა ერთ-ერთი ოპოზიციონერის მხრიდან. რატომ შეიძლება, იყოს შენი ველი შინაარსი - შეიძლება, იყოს იმ შემთხვევაში შენი ველი, თუ შინაარსობრივად ხარ მყარად. რეალურად აქ ზუსტად ასეთი ვითარება იყო, შინაარსობრივად ჩვენ აბსოლუტურად წელში გამართული ვართ, არის ჯანსაღი კანონპროექტი, რომელიც განიხილებოდა პარლამენტში, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო სამი მოსმენით და აქცია კანონად. ასეთ ვითარებაში ჩვენს ოპონენტებს უბრალოდ არ აწყობდათ ჯანსაღი და ღია გახსნილი დისკუსია. როცა ამას აკეთებს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ეს უკვე გასაგებია, როცა იმავეს აკეთებენ უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები მით უმეტეს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. როცა ამას აკეთებენ ენჯეოები, რომლებიც ფორმალურად მაინც საკუთარ თავს აცხადებენ ისეთ სუბიექტებად, რომლებიც დისკუსიას უნდა ახალისებდნენ საზოგადოებაში, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, რეალურად აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე ენჯეოების საქმიანობა.


„ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია, შესაბამისად, გასაგებია ეს სუბიექტური ინტერესი, მაგრამ როცა საბოლოო ჯამში შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთ უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის უბრალოდ გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, თუ რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის, აქაც უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.