გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქარელის მე-2 სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება აზეირბაიჯანულ კულტურას მიუძღვნეს

15-10-2018

ქარელის მე-2 სკოლის მე-11 კლასიის მოსწავლეებმა ღონისძიება ,,ვიცნობ, ვაფასებ, თანავცხოვრობ!" აზერბაიჯანულ კულტურას და ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანაკლასელებს მიუძღვნეს. პროექტი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განახორციელეს. ხელმძღვანელია ქალაქ ქარელის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ გოგიჩაშვილი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თემაზე - აზერბაიჯანის განსახლება და სტატისტიკა, აზერბაიჯანული სიმბოლიკა, კულტურა, წეს-ჩვეულებები, ნოვრუზ-ბაირამი, ქორწილის და დაკრძალვის ტრადიციები, სამზარეულოს თავისებურებები.

მშობლების დახმარებით მოიძიეს აზერბაიჯანული ეროვნული საკრავი საზი, "სამოვარი“, აზერბაიჯანული ჩაი და ფახლავა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნიზამი განჯელის ბიოგრაფია და წაიკითხეს ლექსები.

პარალელურად გაიმართა XI კლასის მოსწავლის, ელხან მამედოვის ლექსების პრეზენტაცია როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე. ღონისძიებას დიასახლისობას უწევდა ამავე კლასის აზერბაიჯანელი მოსწავლეები. მათი დახმარებით მომზადდა ჰალვა, ეროვნული კერძი დოგვა.


qartli.ge