გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ყველანაირი დიპლომატიური და პარტნიორობის ენა ამოწურეს და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს

23-05-2024

ჩამოვიდნენ იმ სახელმწიფოში, სადაც მათი პარტნიორია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება და ოპოზიციის მიტინგზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს ხომ მათი პოზიცია არ არის. როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გქვია, შენს სახელმწიფოს წარმოადგენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.


მიხეილ ყაველაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, დასავლელ პარტნიორებს არ სურთ, რომ საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე გამჭვირვალე იყოს.


„ყველანაირი დიპლომატიური და პარტნიორული ენა ამოწურეს და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე. ამის გამო შეუძლიათ სხვადასხვა სახის შანტაჟს მიმართონ. როგორ შეიძლება განიხილო ის საქციელი, რაც ჩაიდინეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა?! სტუმარმასპინძლობა არ გვეშლება, ჩამობრძანდნენ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ არსებობს წესები და პროტოკოლი.


ჩამოვიდნენ იმ სახელმწიფოში, სადაც მათი პარტნიორია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება და ოპოზიციის მიტინგზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს ხომ მათი პოზიცია არ არის. როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გქვია, შენს სახელმწიფოს წარმოადგენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.