გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დათო გამცემლიძე: აბსოლუტურად სწორად მოიქცა ირაკლი კობახიძე, რომ ჩავიდა ირანში და როგორც ყველა მეზობელმა ქვეყანამ, პატივი მიაგო დაღუპულ პრეზიდენტს

23-05-2024

აბსოლუტურად სწორად მოიქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომ ჩავიდა ირანში და ისევე, როგორც ყველა მეზობელმა ქვეყანამ (მათ შორის სომხეთმა, აზერბაიჯანმა, NATO-ს წევრმა თურქეთმა) პატივი მიაგო ავიაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტ რაისის, - ამის შესახებ ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ირანი საქართველოს მეზობელი რეგიონული ზესახელმწიფოა, დიპლომატიაში კი არსებობს ცნება „სამეზობლო ეთიკა“.


გამცემლიძე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს 35-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე, ირანს მასთან მიმართებით არც ერთი შეცდომა და არც ერთი გადაცდომა დაუშვია.


„აბსოლუტურად სწორად მოიქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომ ჩავიდა ირანში და ისევე, როგორც ყველა მეზობელმა ქვეყანამ (მათ შორის სომხეთმა, აზერბაიჯანმა, NATO-ს წევრმა თურქეთმა) პატივი მიაგო ავიაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტ რაისის. ირანი საქართველოს მეზობელი (!) რეგიონული ზესახელმწიფოა. ხოლო დიპლომატიაში არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა „სამეზობლო ეთიკა“.


დიახ, დიახ..... ეს ცნება არა მხოლოდ ყოფით ურთიერთობებში არსებობს, არამედ დიდ პოლიტიკაშიც. მათ შორის ყველაზე დიდ პოლიტიკაში, რასაც დიპლომატია ჰქვია. რუსეთის „ვინმე“ რომ ჩაძაღლებულიყო ავიაკატასტროფაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ არ უნდა წასულიყო ცნობილი მიზეზების გამო, მაგრამ ირანი.....ბოლო 35 წლის განმავლობაში, რაც საქართველო დამოუკიდებელია, ეს დიდი ქვეყანა საოცრად, აბსოლუტურად, უშეცდომოდ, უგამონაკლისოდ კორექტულია საქართველოს მიმართ! არც ერთი შეცდომა, არც ერთი გადაცდომა არ დაუშვია. თურქეთზეც კი ვერ ვიტყვით იმავეს რამდენიმე ეპიზოდში. სხვებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. და.....სხვათა შორის, ირანმა ზოგი რამ მოგვითმინა კიდეც საქართველოს!


კი, არ გაგიკვირდეთ: ერთ ეპიზოდში ისეთი რამ მოგვითმინა და „სულელი ბავშვის ცელქობაში“ გაგვიტარა უტყვად (ხმაც კი არ ამოუღია), რასაც არც ერთ სხვა ქვეყანას არ „გაუტარებდა“ ეს ზემძლავრი სახელმწიფო. არ დავაკონკრეტებ. არ არის საჭირო. გარწმუნებთ, ნამდვილად ასე იყო უახლესი ისტორიის ერთ ნაკლებად ცნობილ ეპიზოდში. ხოლო 2006 წელს, როცა კრემლმა ყოვლად ნაძირალურად აგვიფეთქა გაზსადენები, სწორედ ირანმა (არა აზერბაიჯანმა არამედ ირანმა) იმავე „სამეზობლო ეთიკის“ ფარგლებში მოგვაწოდა ბუნებრივი აირი, რათა ეს „გულუბრყვილო“ ქვეყანა ზამთარში არ დაქცეულიყო“ - წერს დათო გამცემლიძე.