გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თემურ ბაბლუანი: საქართველოსადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა

15-10-2018

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის განცხადებით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.


ეს განცხადება მან დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.


„პოლიტიკა ჩემგან ძალიან შორს არის, შორს იყო ყოველთვის და არის ახლაც, მაგრამ, პირველ რიგში, მე ვარ ქართველი, ისევე როგორც თქვენ. არაფერი იმაზე ძვირფასი, მთავარი ფასეულობა არ გამაჩნია, ვიდრე ეს არის ჩემი ქართველობა და მე  ამით ამაყი არ. სწორედ ქართველობის, საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით ის საუკეთესო კანდიდატია. მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს,“ - განაცხადა თემურ ბაბლუანმა.