გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკომისრის ყოვლად წარმოუდგენელი მუქარა ისმის იმის გამო, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილება დასავლეთის მოთხოვნებს, იყოს მონური მენტალიტეტის მქონე მარიონეტი, ტერორისტული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან

23-05-2024

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“-ეს სიტყვები ერთ-ერთ ევროკომისარს ეკუთვნის და მიმართულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც საუბარია მის მიმართ ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარაზე.


ნიკოლეიშვილის თქმით, მუქარა იმის გამო ისმის, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილება დასავლეთის მოთხოვნებს, დაიცავს სუვერენიტეტს და არ იქნება მარიონეტი, დაინტერესებული აქტორები ტერორისტული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობის ხსენება მინიმუმ ირიბი აღიარებაა, რა სახის ძალები დგანან მასზე თავდასხმის უკან.


„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“-ეს სიტყვები ერთ-ერთ ევროკომისარს ეკუთვნის და მიმართულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით. ეს ყოვლად წარმოუდგენელი მუქარა ისმის იმის გამო, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილება დასავლეთის მოთხოვნებს, იყოს არა სუვერენული სახელმწიფო, არამედ მონური მენტალიტეტის მქონე მარიონეტი, ტერორისტული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან... თუმცა, ამავდროულად, სლოვაკეთის პრემიერის მკვლელობის მცდელობის მაგალითის მოყვანა მუქარის სახით, მინიმუმ ირიბი აღიარებაა თუ რა სახის ძალები შეეცადნენ სლოვაკეთის პრემიერს მოკვლას. ეს არის დასტური იმისა, რომ გლობალური ომის პარტია საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდაციაზე წამსვლელიცაა. ამ გამაოგნებელი ამბავს აქვს ერთი დადებითი მხარე, მტერმა ვერ მოითმინა და კიდევ ერთხელ წამოროშა თუ რისი გამკეთებლები და რაზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, ჩვენ არამარტო ყურადღებით უნდა ვიყოთ, არამედ, მაქსიმალურად პრინციპულები ქვეყნის სუვერენიტეტის, ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიდერებისა და საკუთარი ღირსების დასაცავად,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.