გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სალომე ზურაბიშვილი დუშეთში ამომრჩევლებს შეხვდა

15-10-2018

ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა, შეიძლება დღეს ან წარსულში პოლიტიკური კრიტიკისთვის მიმიმართავს, მაგრამ ეს ბუნებრივია და აზრთა სხვადასხვაობისთვის აუცილებელიც არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა, ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი, რადგან ქართული კულტურა ზრდილობით იწყება. ეს ყველას, პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ ახალგაზრდებს მაგალითი მივცეთ, როგორ უნდა განვეწყოთ ერთმანეთისადმი, თუ  ქვეყნის გაძლიერება და გაერთიანება გვსურს. ამის გარეშე ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას ვერ შევძლებთ. გამთლიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია თუ ვერ შევთანხმდებით, რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ, სულიერად არ ვკლათ. მე ვიქნები ყველა მოქალაქის და არა რომელიმე ჯგუფის პრეზიდენტი. სხვა თანამედროვე და ცივილური ფორმა ქვეყნის მართვისა არ არსებობს, თუ მის სათავეში არ არის ადამიანი, რომელიც ამის მაგალითის მომცემი შეიძლება იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.