გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დღეში 50-მდე ადამიანს აჯარიმებენ

15-10-2018

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ბათუმის ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დღეში საშუალოდ 50 ადამიანს აჯარიმებენ. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" წერს.


უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები 5 ლარით აჯარიმებენ. გადახდის ახალი სისტემის მიხედვით, მგზავრები საფასურს მხოლოდ უკონტაქტო ბარათით იხდიან, შესაბამისად შეიცვალა კონტროლის სისტემაც.  


სექტემბრიდან ბათუმში ახალი ავტობუსი გამოჩნდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქალაქში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. 


პროექტისთვის 7 მილიონ ნახევარი ევრო გამოიყო. ქედან მილიონნახევრი გრანტის თანხაა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო.


დარჩენილი 6 მილიონი კი დაბალპროცენტიანი სესხია, რომელიც სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკისგან აიღო.



imedinews.ge