გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

15-10-2018

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სოფელ ხცისში შეხვედრა გაიმართა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მერიიდან აცნობეს, მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო სუხიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ის საერთაშორისო თუ ადგილობრივი მექანიზმები გააცნო, რაც ქალის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.


საუბარი შეეხო CEDAW კონვენციას, გაერო-ს 1325 რეზოლუციას, შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული სტერეოტიპებსა და მათი მსხვრევის აუცილებლობაზეც.


შეხვედრაში ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირინე გელაშვილი მონაწილეობდნენ. სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე წლის იანვარში ხაშურთან დამეგობრებულ შვედეთის ქალაქ ჰედემორაში გენდერული თანასწორობის ტურის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარეს.


„შეხვედრას სკოლის მოსწავლეები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც საინტერესო დისკუსია გამართეს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში“, –აცხადებენ მუნიციპალიტეტში.


ipn.ge