გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე კონგრესმენ ბილ კიტინგის განცხადებაზე: თუ ეს ამერიკული პოლიტიკური ცინიზმია, მაშინ მესმის, მაგრამ მიღება რთულია, ისე, ზოგი ჭირი მარგებელია - ამ მოკლე დროში ბევრი რამ გაიგო და ბევრი რამ გადააფასა ჩვენმა საზოგადოებამ

24-05-2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება, კონგრესმენ ბილ კიტინგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება „სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულების ნიშანია“.


ანჯაფარიძის შეფასებით, ეს განცხადება ცინიზმია, თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია და ამ მოკლე დროში, მისივე განცხადებით, ქართული საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებდა და გადააფასებდა.


„მეტი ცინიზმი რა შეიძლება წარმოიდგინო. თუ ეს ამერიკული პოლიტიკური ცინიზმია, მაშინ მესმის, მაგრამ მიღება რთულია. ისე ზოგი ჭირი მარგებელია. ამ მოკლე დროში ბევრი რამ გაიგო და დარწმუნებული ვარ ბევრი რამ გადააფასა ჩვენმა საზოგადოებამ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.