გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზაალ ანჯაფარიძე: ტრაგიკომიკური მოვლენაა, როდესაც ერთი სუვერენული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე სუვერენული ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა

24-05-2024

„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს, ცალ ფეხზე მდგომთა მხარდაჭერა და სუვერენულად მოაზროვნე ქართველების დასჯა აქვს მიზნად. უფრო ზუსტად კი ეს გახლავთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და ყველაზე მიუღებელი მეთოდებით შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა,“ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.


ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მუქარა და შანტაჟი ოჯახის წევრების მიმართ არის ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდი. ნაცისტურ გერმანიაში და სსრკ-ში სჯიდნენ განსასჯელთა ოჯახის წევრებსაც.


მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ქვეყნისთვის და ერისთვის ახლა დგება როგორც ჭეშმარიტების ისე დიდი გამოცდის მომენტი.


„ეტყობა ცუდად იცნობენ ამერიკელები ქართველებს, და იცით რატომ? იმიტომ რომ მათთვის ქართველობა გაიგივებულია მათი ფინანსებით გამოზრდილ ჩვენი საზოგადოების ერთ პატარა სეგმენტთან - მათ წინაშე ცალ ფეხზე მდგომებთან. დღეს სწორედ მათ ამარად დარჩნენ. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს, სწორედ ამ ცალ ფეხზე მდგომთა მხარდაჭერა და სუვერენულად მოაზროვნე ქართველების დასჯა აქვს მიზნად.


უფრო ზუსტად კი ეს გახლავთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და ყველაზე მიუღებელი მეთოდებით შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა.


ტრაგიკომიკური მოვლენაა, როდესაც ერთი სუვერენული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე სუვერენული ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ამას გარდა, მუქარა და შანტაჟი ოჯახის წევრების მიმართ არის ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდი. ნაცისტურ გერმანიაში და სსრკ-ში სჯიდნენ განსასჯელთა ოჯახის წევრებსაც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელისუფლება არ აპირებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაც ამ აზრზეა. ქვეყნისთვის და ერისთვის ახლა დგება როგორც ჭეშმარიტების ისე დიდი გამოცდის მომენტი,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.