გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისარ ვარჰეიზე: როდესაც პრემიერ-მინისტრს ვიღაც ეუბნება, რომ თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, ეს არის მუქარა

24-05-2024

„ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


დიმიტრი ხუნდაძე ამით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის მიერ ერთ-ერთი უცხოელი პოლიტიკური ლიდერისგან განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვარჰეის მიზანი მუქარა არ ყოფილა, მსგავსი ტიპის განცხადება მაინც მუქარად აღიქმება.


„ევროკომისარ ვარჰეისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი, ვარჰეის მხრიდან შესაძლოა მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება, როდესაც ვიღაც პრემიერ-მინისტრს ეუბნება, თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა.


ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.