გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოზარ სუბარი: ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, რომ ერთი კრემლი სხვა კრემლებით ჩაგვენაცვლებინა

24-05-2024

„ჩვენ ვეღარ ვიქნებით მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, აღარ ვართ კოლონია, რომ ის რაც მისაღებია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, მიუღებელი იყოს საქართველოსთვის,“ - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო, ხელისუფლების წევრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები დააანონსა.


დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო მიიღებს იმ კანონებს რომლებიც ქვეყნისთვის იქნება საჭირო.


„ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, რომ ერთი კრემლი სხვა კრემლებით ჩაგვენაცვლებინა. მივიღებთ იმ კანონებს, რომლებიც არის საქართველოსთვის საჭირო და რომლის მსგავსსაც დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები იღებენ, ბევრ ქვეყანას კი დიდი ხნის წინ აქვს მიღებული. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონი, ოღონდ გაცილებით მკაცრი, მოქმედებს თითქმის ოთხმოცი წელია. ჩვენ ვეღარ ვიქნებით მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, აღარ ვართ კოლონია, რომ ის რაც მისაღებია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, მიუღებელი იყოს საქართველოსთვის.“- განმარტა სუბარმა