გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით უკავშირდება არა გამჭვირვალობის კანონს, არამედ სრულად გაბანძებული აგენტურის მხარდაჭერასა და მისი სახის ოდნავ მაინც შენარჩუნებას

24-05-2024

"ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, თუ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დადებული ვეტო დაიძლევა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება არ არის მიმართული იმისკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი გაიწვიოს. როგორ წარმოგიდგენიათ, სანქციებს გიწესებთო - ამ ნათქვამზე ხელისუფლება გამოსულიყო და ეთქვა, კარგი, თუ სანქციებს გვიწესებთ, კანონს გავიწვევთო? ხომ უაზრო ლოგიკაა?

ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს, არის სრულად გაბანძებული აგენტურის მხარდაჭერა და მისი სახის ოდნავ მაინც შენარჩუნება“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.