გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

6-12-2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ თანამდებობა დატოვა. როგორც მერიაში აცხადებენ, მან გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა და აღნიშნული ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავებას არ უკავშირდება. 

„მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 4 დეკემბერს დატოვა და ეს არ უკავშირდება არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლის დაკავებას",- აცხადებენ მერიაში.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსს სპეციალისტს ქრთამის სახით წინასწარ 10 000 აშშ დოლარის აღებას ედავება. უწყების ინფრომაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე. 

წყარო: "ინტერპრესნიუსი"