15-10-2018
ახალციხეში, ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭიდან ამოსული მასა პერიოდულად ქუჩის ნაწილს ტბორავდა, წყალმომარაგების კომპანიამ მილების შეცვლა დაიწყო.
„ამორტიზირებული იყო საკანალიზაციო ჭა და რამდენჯერმე გაიჭედა, ამიტომ ხშირად გვიწევდა რეაგირება და გადავწყვიტეთ, რომ 30 მეტრი სიგრძის ახალი მილი ჩაგვედო და მეორე ჭაზე დაგვეერთებინა“, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბესო ფილაური.
მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე, შალვა ახალციხელისა და დიდიმამიშვილის ქუჩების კვეთზე, ასევე, ორი 30–მეტრიანი საკანალიზაციო მილის შეცვლა იგეგმება: „ასე ფორსმაჟორულ შემთხვევებს ავიცილებთ თავიდან“.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ადმინისტრაციული შენობის წინ დაზიანებული საკანალიზაციო ჭიდან ამოსული მასა პერიოდულად შალვა ახალციხელის ქუჩას ტბორავდა.