გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი იონათამიშვილი: პირველი შემთხვევა არაა როდესაც არგუმენტების გარეშე დარჩენილი ოპონენტები მიმითითებენ შეზღუდულ შესაძლებლობაზე,თუ აქამდე ვერ მიხვდა ვინმე, რომ მსგავსი საქციელი ჩემზე არ მოქმედებს მათ შესახებ კი ბევრ რამეზე მეტყველებს

25-05-2024

„ჩემი ცხოვრების თითოეული დღე მეამაყება, რადგან ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, საინტერესო თავგადასავლებით, წარმატებით და გამარჯვების ისტორიებით. ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანამებრძოლებშიც; რომ მყავს ძლიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი და მეუღლე, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები კიდევ წინ გვაქვს... ეს ისე, უბრალოდ. იმათთვის, ვისაც წარმატება ფეისბუკზე სიძულვილის ნთხევა, კლავიშების ცვეთით თითებზე მაზოლების გაჩენა, ცილისწამება, უზრდელობა და კიბერბულინგი ჰგონია. ეს არის ის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“- წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მისი გამოსახულებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომონტაჟის შესახებ, რომელსაც დამამცირებელი კომენტარები მოჰყვა.


რატი იონათამიშვილი იხსენებს თავისი წარსულიდან მოვლენებს და აღნიშნავს, რომ ეტლი მისთვის თავისუფლების მთავარ აქსესუარად იქცა.


„ცხადია, ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ, არც უკანასკნელი, როდესაც არგუმენტების გარეშე დარჩენილი ოპონენტები მიმითითებენ ეტლზე და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, მაგრამ თუ აქამდე ვერ მიხვდა ვინმე, რომ მსგავსი საქციელი ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, მათ შესახებ კი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააგრძელონ იგივე, ამიტომ მხოლოდ საკუთარი ზნის ლუსტრაციას, კომპლექსებს და არარეალიზებულ ყოფას წარმოაჩენენ,“- აღნიშნავს იონათამიშვილი.


მისივე თქმით, ჩვენი სამყარო ეფუძნება მრავალფეროვნების პრინციპს და იყო განსხვავებული არ ნიშნავს, რომ ხარ უცხო და უცნობი. პირიქით, ჩვენი განსხვავებულობა ამდიდრებს საერთო სიკეთეს და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს სამყარო შევცვალოთ უკეთესობისკენ.


„როდესაც, გუშინ ის დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ცხადია, არ მივაქციე ყურადღება. ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ბევრი შშმ პირი და შშმ პირის მშობელი შემეხმიანა, ვინც საკუთარ თავზე მიიღო ეს ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. დავიწყებ იმით, რომ 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია, მაგრამ დამჭირდა ეტლი. მხოლოდ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გადაადგილება შემძლებოდა. მაშინ 19 წლის ვიყავი და ამის გაგება მარტივი არ იყო, მაგრამ ოჯახი ბავშვობიდან მასწავლიდა დამოუკიდებელ ცხოვრებას და ეს დამეხმარა. ამიტომ ჩემთვის სრულიად უცხო მდგომარეობა ტრაგედიად არ მიმიღია, პირიქით, მივიღე გამოწვევად, რომ ცხოვრების სტილის შეცვლას ამ ცხოვრებაში ჩემი შეცვლა არ გამოეწვია.


ეტლს მხოლოდ პირველი ერთი თვე არ ვიკარებდი, თუმცა, მალევე ის ჩემი თავისუფლების მთავარ აქსესუარად იქცა. მაშინ საზოგადოების ცნობიერება ბევრად უფრო დაბალი იყო და ჩემთვის, როგორც შშმ პირისთვის, ქუჩაში ყოველი გასვლა ბრძოლის ველზე გასვლას ჰგავდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი, პირიქით, ეს მხოლოდ მაძლიერებდა და ვფიქრობდი, რაც უფრო მეტ ადამიანს შევხვდებოდი ცხოვრების გზაზე, მით უფრო მეტის ცნობიერებას შევცვლიდი და გავათავისუფლებდი ცრუ-წარმოდგენებისგან. მე ჩემი ცხოვრების თითოეული დღე მეამაყება, რადგან ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, საინტერესო თავგადასავლებით, წარმატებით და გამარჯვების ისტორიებით. ბედნიერი ვარ, რომ ვარ წარმატებული ჩემს ორივე საქმეში - პარაოლიმპიურ მოძრაობაში და პოლიტიკაშიც; რომ ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანამებრძოლებშიც; რომ მყავს ძლიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი და მეუღლე, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები კიდევ წინ გვაქვს... ეს ისე, უბრალოდ. იმათთვის, ვისაც წარმატება ფეისბუქზე სიძულვილის ნთხევა, კლავიშების ცვეთით თითებზე მაზოლების გაჩენა, ცილისწამება, უზრდელობა და კიბერბულინგი ჰგონია. ეს არის ის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენს შორის არსებობს. ცხადია, ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ, არც უკანასკნელი, როდესაც არგუმენტების გარეშე დარჩენილი ოპონენტები მიმითითებენ ეტლზე და შეზღუდულ შესაძლებლობაზე, მაგრამ თუ აქამდე ვერ მიხვდა ვინმე, რომ მსგავსი საქციელი ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს, მათ შესახებ კი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააგრძელონ იგივე, ამიტომ მხოლოდ საკუთარი ზნის ლუსტრაციას, კომპლექსებს და არარეალიზებულ ყოფას წარმოაჩენენ.


ვითომ სტიგმას ებრძვიან და ამ დროს თვითონ დგანან სტიგმის მხარეს, ვითომ ევროპა უნდათ და ბოლშევიკური ფსიქოლოგიით არიან შეპყრობილი, ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია. ჩემს მეგობარ შშმ პირებს კი ვეტყვი, რომ გამოწვევები ჩვენს ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათგან გამარჯვების ისტორიები შევქმნათ. ჩვენი სამყარო ეფუძნება მრავალფეროვნების პრინციპს და იყო განსხვავებული არ ნიშნავს, რომ ხარ უცხო და უცნობი. პირიქით, ჩვენი განსხვავებულობა ამდიდრებს საერთო სიკეთეს და ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს სამყარო შევცვალოთ უკეთესობისკენ,“- წერს რატი იონათამიშვილი.