გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაკა ბოჭორიშვილი „Euronews“-თან ინტერვიუში: დღეს ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,მნიშვნელოვანია,სრული გამჭვირვალობა გვქონდეს

25-05-2024

„არსებობს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც საქმე ეხება ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციების დაფინანსებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით „Euronews“-თან საუბრისას განაცხადა.


როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, იმ მუხლში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ კანონი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების წინააღმდეგ.


მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის კანონთან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი რეკომენდაციის განხილვისთვის.


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სრული გამჭვირვალობა გვქონდეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას უკან და რა დგას მათ მიერ გამოთქმული პოლიტიკური პოზიციების უკან. საუბარია ორგანიზაციების რეგისტრაციაზე. იმ მუხლში, სადაც მათ აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ ეს კანონი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი ან რეკომენდაცია ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვჭირდება მისი მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვისაც,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.