გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: კანის კინობაზრების პავილიონიდან გავრცელებულ ფოტოზე ბულინგს არცერთი ქალთა ორგანიზაცია თუ ლიბერალი ფემინისტი არ გამოხმაურებია და არ დაუგმია ქალზე განხორციელებული მთელი რიგი ფაშისტური კომენტარები

25-05-2024

„კანის კინობაზრების პავილიონიდან გავრცელებულ ფოტოზე, სადაც ახალგაზრდა დედა, მცირეწლოვანი შვილით კალთაში, ჩუსტებითაა გადაღებული, ქართულ ლიბერალურ "ბაბლში" ინკვიზიციის საგანი გახდა - ვერცერთმა “პროევროპელმა” "ბაბლელმა" ვერ მისცა თავს უფლება ამაზე არ ექილიკა და სიძულვილით სავსე კომენტარები არ ეკეთებინა”, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


ზურაბ ქადაგიძე ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ფოტოსურათს, სადაც დელეგაციის ნაწილი და მათი ოჯახის წევრები არიან გამოსახული.


ქადაგიძის შეფასებით, სოციალურ ქსელში კონკრეტული პირების მიმართ განხორციელებულ ბულინგსა თუ დამამცირებელ კომენტარებს არცერთი ქალთა ორგანიზაცია თუ ლიბერალი ფემინისტი არ გამოხმაურებია და არ დაუგმია.


„თანამედროვე ევროპულ სამყაროში, ქალთა უფლებები ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხია. საჯარო თუ კერძო სამსახურებში ბავშვთან ერთად მისვლა და დემონსტრაციულად ძუძუთი კვება, მედიაში ავტომატურად ტაშისკვრის საგანი ხდება და სიმამაცის და გამბედაობის სიმბოლო. რაზე მოვაყოლე, კანის კინობაზრების პავილიონიდან გავრცელებულ ფოტოზე, სადაც ახალგაზრდა დედა, მცირეწლოვანი შვილით კალთაში, ჩუსტებითაა გადაღებული, ქართულ ლიბერალურ "ბაბლში" ინკვიზიციის საგანი გახდა, თითქოს იმდენად უკადრებელი და შეურაცხმყოფელი რამ დაფიქსირდა, რომ ვერცერთმა “პროევროპელმა” "ბაბლელმა" ვერ მისცა თავს უფლება ამაზე არ ექილიკა და სიძულვილით სავსე კომენტარები არ ეკეთებინა.


თან ხომ ყველამ ვიცით რატომ მოხდა ეს, გოგონას მეუღლეზე თავდასხმის მიზნით, რომელიც საჯარო ფიგურაა და მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი. ანუ, სახეზე გვაქვს ყველანაირი ევროპული სტანდარტის, ადამიანური, ეთიკური თუ მორალური სტანდარტების მოშლა და ქალის გასაგნება იმისათვის, რომ ქმარს დაესხან თავს და პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ფოტო რომელ გვერდზე გავრცელდა და მსგავს კოსმეტიკურ საკითხებს საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ამ კალიბრის ფაშიზმის მოწმენი გავხდით ქალზე, რომელიც არაა საჯარო პირი, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი უზის კალთაში და ფეხზე ჩუსტები აცვია და ვიღაცებისთვის ვერ მოსაწონად აქვს ტერფი განთავსებული. არცერთი (!) ქალთა ორგანიზაცია თუ ლიბერალი ფემინისტი არ გამოხმაურებია ამ ბულინგის და დეჰუმანიზაციის აქტებს და არ დაუგმია ქალზე განხორციელებული მთელი რიგი ფაშისტური კომენტარები. ასეთი “პროევროპელები” არიან, თუ პოლიტიკურად გამოადგებათ, ტერორისტების მორალზე გადადიან და ემოციურ ძალადობას ახალისებენ სიცილ-კისკისით.


მორალურს იმიტომ რომ, ფიზიკური ძალადობის შესაძლებლობა არ აქვთ, თორემ ძალაუფლებრივი ბერკეტები რომ ჰქონდეთ, ინკვიზიციასაც სიამოვნებით აღადგენდნენ. მერე იგივე "ბაბლი" გამოდის და ირანს ლანძღავს, ქალს რაც უნდა იმას ვერ იცვამს და მათი უფლებები ირღვევაო და თავად ციფრულ ჩაქოლვას აწყობენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინც განსაკუთრებული ქედმაღლობა გამოიჩინა და ესთეტიკური მიზნებით დაგმო ფოტო, იმაზე დიდი გოიმობა და შუასაუკუნოვანი სიბნელე არაფერია, ფეხსაცმლის გამო რომ არასაჯარო პირი ქალის ლანძღვას და დამუნათებას დაიწყებ. თორემ კანში რომ ნამყოფები არ არიან და კონტექსტსაც ვერ მიხვდნენ, რომ მსგავსი ჩაცმულობაა ყოველდღიურობის ნაწილი, მაგას კიდე გადავიტანთ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.