გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე: სასწაული გრძნობაა, როცა ყოველ დილით, ქართულ დროშაზე სწორებით, საქართველოს ჰიმნს მღერი, ქართული ჯარის ფორმა გაცვია და ნებისმიერ თავგანწირვაზე წამსვლელი ხარ, სამშობლოს სადარაჯოზე

26-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


მისი თქმით, საამაყოა, როცა ქართული ჯარის ფორმა გაცვია და ნებისმიერ თავგანწირვაზე წამსვლელი ხარ.


„პირველი კლასის რიგითად ვიმსახურე ეროვნული გვარდიის მცხეთა-თბილისის რეზერვის ასეულში. ვისაც ქართული ჯარის ფორმა არ სცმია, იმისი არ ვიცი, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რა სასწაული გრძნობაა, როცა ყოველ დილით, საამაყო ქართულ დროშაზე სწორებით, საქართველოს ჰიმნს მღერი, ქართული ჯარის ფორმა გაცვია და ნებისმიერ თავგანწირვაზე წამსვლელი ხარ, სამშობლოს სადარაჯოზე. დიდება ქართულ ჯარს! დიდება საქართველოს! ჩვენთან არს ღმერთი! კიდევ ერთხელ გილოცავთ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.