გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი ჩაიშალა

15-10-2018

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიმდინარე წლის 28 მარტს  თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების შესახებ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.


საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გაცემული დაფინანსების ფარგლებში, ბანკის პროცედურებით გამოცხადდა. 


ტენდერში მონაწილეობა  11-მა უცხოურმა კომპანიამ მიიღო. სატენდერო კომისიის მიერ შერჩეული პრეტენდენტი  ჩინური კომპანიის დოკუმენტაცია  აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმდა, თუმცა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიერ დაკომპლექტებულმა ახალმა სატენდერო კომისიამ, კომპანიის მიერვე მოწვეული აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების კონსულტანტთან ერთად, სატენდერო დოკუმენტაცია შეისწავლა  და მასში შეუსაბამობები გამოავლინა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი რიგი ტექნიკური მახასიათებლები და კომპანიის გამოცდილება ტენდერის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.


აღმოჩენილი შეუსაბამობების შესახებ წყალმომარაგების კომპანიამ  დამფინანსებელ ორგანიზაციას აცნობა და  თავდაპირველი დასკვნის გადახედვა ითხოვა.

ამდენად, აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების საერთაშორისო ტენდერს ჩაშლილად აცხადებს.


თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი უმოკლეს დროში ხელახლა გამოცხადდება. აზიის განვითარების ბანკი კვლავ დაუჭერს მხარს და აღნიშნულ პროექტს დააფინანსებს.