გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ კანბერაში, ავსტრალიის ეროვნულ გალერეაში მიღებას უმასპინძლა

26-05-2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩომ ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერაში ავსტრალიის ეროვნულ გალერეაში მიღებას უმასპინძლა.


ღონისძიებას ავსტრალიის საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები დაესწრნენ.


სტუმრებს სიტყვით მიმართა ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.


დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანბერაში დაფუძნებულმა და ავსტრალიელებისგან შემდგარმა მუსიკალურმა გუნდმა „Worldly Goods” შეასრულა ორი უძველესი ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერა: „მრავალჟამიერი" და „შენ ხარ ვენახი".


საღამოს მსვლელობისას, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მელბურნში მოღვაწე ქართველი მულტიდისციპლინარული მხატვრის ქალბატონ ნინო ბოსიკაშვილის ნამუშევრები. ხელოვანი ნინო ბოსიკაშვილი დასახელებულია მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორთა შორის, ავსტრალიური CapsulesBook Pictoria-ს მიერ და მიღებული აქვს მონაწილეობა 30-ზე მეტ გამოფენაში, რომელმაც თავისი უნიკალური მხატვრული ხედვით, მოხიბლა საზოგადოება.


საღამოს მსვლელობისას, გალერეაში არსებულ დიდ ეკრანზე განხორციელდა საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება.


სიდნეიში მოქმედი კომპანია „თამადის“ (www.tamada.com.au) სპონსორობით, საქართველოს საელჩომ სტუმრებს გადასცა საქართველოში წარმოებული პროდუქტების სასაჩუქრე ყუთები.