გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ვარშავაში საზეიმო მიღება გაიმართა

26-05-2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსი, პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა მიმართა, ელჩმა აქცენტი გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობასა და საქართველო-პოლონეთის ისტორიულ მეგობრობაზე.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ქართული დიასპორის წევრებმა, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ. საღამოზე გაჟღერდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კომპოზიციები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა მუსიკოსმა ირაკლი შარაძემ შეასრულა.