გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბაქოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

26-05-2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საზეიმო საღამოს საპატიო სტუმრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ესწრებოდა.


სტუმართა შორის იყვნენ აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები ბიზნეს სექტორიდან, კულტურის სფეროდან და ქართული დიასპორიდან.


საღამო გაიხსნა ორი ქვეყნის - საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნებით. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ. საზეიმო საღამო გაგრძელდა კულტურული პროგრამით. მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.


მოეწყო ეროვნული ტურიზმის კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პოტენციალს.