გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ვახტანგ ცინცაძე: 26 მაისი აღმატებული დღეა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი

26-05-2024

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე აღმატებული დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს, რადგან ყველას კარგად ესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი.


„ეკონომიკის სამინისტროს სახელით, მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო 26 მაისი - მართლაც უმნიშვნელოვანესი, აღმატებული დღე, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს. სასიხარულოა, რომ ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო წარმოდგენილია საქართველოს არაერთ რეგიონში, თავისი პავილიონებით, სადაც სხვადასხვა სექტორის მიღწევებთან ერთად მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ მიმდინარე ტენდენციებს, დაათვალიერონ სტენდები და ინფორმაცია მიიღონ იმ მიმართულებებზე, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს"- აღნიშნა ცინცაძემ.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს გორში იმყოფებოდა, სადაც 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს ფოსტის" მიერ ორგანიზებული სივრცეები დაათვალიერა - გორის ცენტრალურ მოედანზე "საქართველოს ფოსტა" შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით არის წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ ასევე გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას.


„26 მაისი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია - ეს დღე ჩვენია, რადგან ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ღირსეული მომავალი ევროპისკენ" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.