გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმაზე: შეაქუჩა მთელი პოლიტიკური ბალასტი და დაგვპირდა, მედროშე მე ვიქნებიო - ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს „აგენტოკრატიისგან”

26-05-2024

„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ორბელიანების სასახლესთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს “აგენტოკრატიისგან”!


„რას ვამბობდით - თუ ზურაბიშვილი შეძლებს სააკაშვილის ჩანაცვლებას, მაშინ გლობალური ომის პარტია მიშას ჩამოწერს და ფსონს სალომეზე გააკეთებსო?! ისე აგიხდეთ, შეაქუჩა მთელი პოლიტიკური ბალასტი და დაგვპირდა, მედროშე მე ვიქნებიო. მოკლედ, ოქტომბრის არჩევნები იმაზე მეტად გამარტივდა, ვიდრე წარმომედგინა. ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს „აგენტოკრატიისგან”!”, - წერს ზურაბ ქადაგიძე.